კომპანია

Adding Value  - ჩვენი სტრატეგიული სპეციალიზაცია დამატებითი ღირებულებაა

ჩვენ ფოკუსირებული ვართ პრემიალურ საკვებ და ფარმაცევტულ ინგრედიენტებზე და 1945 წლიდან ვმუშაობთ მათი გამოყენების ინოვაციურ გზებზე. სათავო ოფისი მდებარეობს ავსტრიაში, ქალაქ რიდ იმ ინკრესში. KUK თავისი 23 შვილობილი კომპანიით არის ევროპის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროვაიდერი ამ სფეროში. ჩვენი მიზანია მსოფლიოში ცნობილი რჩეული ინგრედიენტების მწარმოებლებისა და საკვები და ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლების დაკავშირება, უმაღლესი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. ეს ყველაფერი ხდება ადგილზე, ადგილობრივ ენაზე, ჩვენი ექსპერტების მხარდაჭერით.

კონცეფცია

Adding Value  - ჩვენი არაორდინალური მიდგომა დამატებითი ღირებულებაა

„KUK“ - ის მიზანია დააკავშიროს ინგრედიენტების ექსპერტები, პროდუქტის შემქმნელები და საბოლოო მომხმარებლები. ჩვენ ვსვავთ კითხვებს, ვატარებთ კვლევებს, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას კლიენტის მოთხოვნების ზუსტად დასაკმაყოფილებლად, ზუსტი რეცეპტის მისაგნებად. რაც უფრო უნიკალურია ამოცანა, მით მეტად ინოვაციურია  ჩვენი მიდგომა - არატრადიციულად მოქნილი და მომავალზე ორიენტირებული.

History (GEO)

Adding Value - ჩვენი ნოვატორული ხედვა დამატებითი ღირებულებაა

ჩვენ ვიკვლევთ ბაზრის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც სხვები ჯერ კიდევ იწყებენ. „KUK“-ის დამფუძნებლები - კრისტი, ულრიხი და კოსსლი შედიან ომის შემდგომ ბაზარზე სინთეზური თაფლით. კომპანია აბანდებს კაპიტალს და იწყებს პექტინის წარმოებას.

>> More

1950

კომპანიის გუნდს ახალი ხედვით უერთდება ჰერბერტ კარში, რომლის ხელმძღვანელობით იზრდება პექტინის წარმოება. ის ხედავს პოტენციალს დისტრიბუციის ბიზნესში - სტრატეგიულად კრიტიკულ მომენტში ხდება კომპანიის ფოკუსის გადანაცვლება წარმოებიდან დისტრიბუციისაკენ. კომპანია თავის გამოცდილებას მიმართავს საკვებ ინდუსტრიაში ინგრედიენტებით ვაჭრობაზე.

1984

კომპანიას უერთდება ანტონ კირხტაგი. მისი თაოსნობით შემდგომი წლების განმავლობაში იხსნება აღმოსავლეთ ევროპის ბაზარი, ხდება ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია და დისტრიბუციის ქსელი ფართოვდება. „KUK“ აღარ ფიქრობს ქვეყნებზე, ის ფიქრობს უკვე რეგიონებზე.

1990

„KUK“ თავისი 25 წარმომადგენლით ხდება ავსტრიის წამყვანი დისტრიბუტორი. 1993 წელს კომპანია შედის უნგრეთის ბაზარზე და მკვიდრდება როგორც რეგიონალური სავაჭრო კომპანია. ამის შემდეგ, 1994 წელს ის ხსნის თავის პირველ შვილობილ კომპანიას პრაღაში - ”KUK-Bohemia“. აქედან იწყება ექსპერტთა ჯგუფების გავრცელება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში.

1995

ანტონ კირხტაგი არის ერთ-ერთი პირველი ვინც აღმოაჩინა ტრენდი -„ფუნქციონალური საკვები“ და ის არის ნოვატორი ამ მიმართულებით. მან გაზარდა კომპანიის პორტფოლიო სასურსათო და ფარმაცევტული დანამატებით, ამ მიმართულებით „KUK“ ახლა არის ლიდერი დისტრიბუტორი. 2001 წლისათვის კომპანიას უკვე ყავს შვილობილი კომპანიები ჩეხეთში, უნგრეთში, სლოვენიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ხორვატიასა და სლოვაკეთში.

2007

ამ დროისათვის „KUK“ -ს აქვს 4 უმსხვილესი ბაზარი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: გერმანია, პოლონეთი, უკრაინა და რუსეთი და ყაზახეთის ბაზარი. 2010 წელს გუნდს შეუერთდა კატრინ კირხტაგი და კომპანია შეიყვანა ციფრულ ეპოქაში, რითაც გაამყარა კომპანიის პოზიციები ევროპაში.

2014

„KUK“ ხსნის ფილიალებს ალბანეთში და მაკედონიაში, აწყობს ლაბორატორიებს ყველა ლოკაციაზე.

2016

KUK გადადის ახალ საფეხურზე: ახალი ლაბორატორიული ცენტრებით გიორში (უნგრეთი), კიევში (უკრაინა). ეს საშუალებას აძლევს კომპანიას ცდები აწარმოოს სპეციალურად აღჭურვილ ლაბორატორიაში და გააუმჯობესოს სერვისი მომწოდებელთან და კლიენტთან. ახალი თანამედროვე მოწყობილობები საშუალებას აძლევს ფირმას გააკეთოს წარმოების ტექნიკურად რთული, კომპლექსური პროცესების სიმულაცია და შეიმუშაოს ისეთი გადაწყვეტილებები რაც ზუსტად ერგება კლიენტის მოთხოვნებს. კვლევა, ინოვაცია და სამეწარმეო სული არის კომპანიის ხედვის საკვანძო ელემენტები.

2019

KUK-ი კიდევ უფრო აძლიერებს მის მარკეტინგულ პოზიციას ახალი შვილობილი კომპანიების გახსნით ბალტიისპირეთში, საქართველოსა და საბერძნეთში, ასევე ახალი სასწავლო ტრეინინგ ცენტრის გახსნით გიორში, უნგრეთში. 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული ახალი ობიექტი გთავაზობთ უახლესი ტექნიკის კიდევ უფრო ფართო სპექტრს და საკმარის ადგილს შეხვედრებისთვის და იდეების გაცვლისთვის და მორგებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

2020

KUK-ი აფართოებს მის გეოგრაფიულ არეალს აღმოსავლეთში - ყირგიზეთში შვილობილი კომპანიის დაარსებით და დგამს დიდ ნაბიჯს დასავლეთ ევროპისგენ ბელგიაში შვილობილი კომპანიის დაარსებით რომელიც მოიცავს ''ბენილუქსის'' ბაზარს.

2024

2024 წელი არის KUK-ის გეოგრაფიულად გაფართოების წელი დასავლეთ აფრიკაში. ოფისის გახსნით კენიაში, KUK-ი არა მხოლოდ უგანდისა და ტანზანიის ტერიტორიებს მოიცავს, არამედ მთელ აფრიკის კონტინეტს.

გუნდი

Adding Value  - კონტაქტები რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ

ჩვენი გუნდის თითოეული წევრი კომპანიის სახეა. ჩვენი თითოეული თანამშრომელის პასუხისმგებლობაა გამოიყენოს კომპანიის მოქნილი იერარქიული სტრუქტურა თქვენს სასარგებლოდ - გაგიწიოთ მომსახურება თქვენს მშობლიურ ენაზე, ადგილზე. სწორდე ამიტომაა მრავალფეროვან კულტურათა ერთობლიობა ჩვენი კორპორატიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ვახალისებთ კრეატიულობას, ინიციატივის აღებას, ადგილობრივ მოთხოვნებზე დაკვირვების შედეგად ჩნდება ახალი პროდუქტის შექმნის ინსპირაცია ახალი ბაზრებისთვის. რა გამოარჩევს „KUK“-ს სხვა მსგავსი კომპანიებისგან? აზროვნება ჩარჩოების გარეშე, გამოწვევების თამამად მიღება და  პასუხისმგებლობის სრულად აღება.

კარიერა

Adding Value  - დამატებითი ღირებულება ჩვენს საუკეთესო გუნდში მუშაობაა 

ახალი ბაზარი ახალი შესაძლებლობებია... არა მარტო კომპანიების ზრდის თვალსაზრისით, არამედ ახალი სახეებისთვისაც. იქნებ თქვენც გინდათ წარმატებას მიაღწიოთ? მოგვიყევით რატომ გინდათ შეუერთდეთ „KUK“-ის გუნდს- იქნება ეს ბექოფისში მუშაობა, კლიენტებთან და მომწოდებლებთან მჭიდრო ურთიერთობა, თუ კვების ტექნოლოგად მუშაობა ჩვენს ლაბორატორიებში. მოგვიყევით თქვენი ისტორია, დაგვაინტერესეთ რათა აღმოვაჩინოთ მეტი თქვენში. გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე : jobs@kuk.com.

ჩვენი კლიენტებისთვის

Adding Value  - დამატებითი ღირებულებაა ჩვენი კომპლექსური მხარდაჭერა და რჩევები

ისეთი მაღალგანვითარებული და მომთხოვნი სექტორი როგორიცაა საკვები და ფარმაცევტული ინდუსტრიები დამოკიდებულია პროდუქტის დეველოპერებზე, რომლებიც თავის მხრივ უდიდესი გამოწვევბის წინაშე დგანან. საბოლოო პროდუქტი უფრო და უფრო რთულდება , ხოლო წარმოების ციკლი უფრო და უფრო მოკლდება. ეს ნიშნავს იმას რომ დეველოპერმა უნდა იმოქმედოს სწრაფად და ეფექტურად. ამიტომ საჭირო ხდება ისეთი პარტნიორების მოძიება როგორიცაა „KUK“.

ჩვენ, ჩვენი მრავალპროფილური საკონსულტაციო სერვისით, ზუსტად ვპასუხობთ კომპანიების მოთხოვნებს და ვეხმარებით მათ მთლიანი პროცესის განმავლობაში.  ეს არის ბენეფიტი, რომელიც ჩვენმა ძველმა კლიენტებმა იციან და აფასებენ მას. 

 

ჩვენი მომწოდებლებისთვის

Adding Value - თქვენი ადგილობრივი აუთსორსინგ პარტნიორი როგორც დამატებითი ღირებულება

მთელს მსოფლიოში იხსნება ახალი ბაზრები. მოწინავე მწარმოებლების კარები ღიაა მხოლოდ პირველი კლასის მომწოდებლებისათვის. ასეთი მწარმოებლებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტების მიწოდება, მათ სურთ ასევე ექსკლუზიური მხარდაჭერა ადგილზე. ინგრედიენტების მწარმოებლებისათვის ეს არის შესაძლებლობაც და გამოწვევაც. მწარმოებლებს სჭირდებათ გაყიდვების მოქნილი სისტემა ადგილზე ამ ტიპის მხარდაჭერის განხორციელებისთვის. ზუსტად ასე ხედავს „KUK“ თავის როლს, როგორც აუთსორსინგ პარტნიორი ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში. ჩვენი 95- ზე მეტი კვების ტექნოლოგი თავს გრძნობს როგორც სახლში - როგორც ჩვენი მომწოდებლის კვლევით ცენტრებში, ისე კლიენტების ლაბორატორიებში. რა არის ჩვენი ღირებულება ? ცოდნის, ინფორმაციის დახვეწილად გადაცემა ინგრედიენტის მწარმოებლისგან პროდუქტის მწარმოებლამდე. ჩვენი მომწოდებლები ჩვენ გვენდობიან რომ გავავრცელოთ მათი საქმიანობა, ჩვენი გაყიდვების ქსელის საშუალებით. ჩვენმა მრავალწლიანი ურთიიერთობის პრაქტიკამ დაგვანახა რომ ჩვენთვის კარები ყველგან ღიაა.

საცდელი ლაბორატორიები

Adding Value - დამატებითი ღირებულება ჩვენი ინოვაციური საცდელი ლაბორატორიებით

ჩვენ ვეცნობით ჩვენი მომწოდებლების მაღალხარისხიან პრემიალურ ინგრედიენტებს მათ ლაბორატორიებში. თუმცა ჩვენი 95 ზე მეტი კვების ტექნოლოგი ჩვენს საცდელ ცენტრებში ატარებს დამატებით ცდებს, ამზადებს მცირე პორციებს, ახალი რეცეპტების შემუშავებისათვის. ეს არის სერვისი, რასაც ჩვენი კლიენტები იღებენ - ისინი დარწმუნებულები არიან რომ მიიღებენ მაღალი ხარისხსი პროდუქტს წარმოებაში. ეს მოდელი მუშაობს უკვე 21 ქვეყანაში, სადაც არის საცდელი ლაბორატორია და იქმნება ტესტ-ნიმუშები კლიენტებისა და მომწოდებლებისათვის.

Suppliers (GEO)

Adding Value - დამატებითი ღირებულებაა მაღალკვალიფიციური მომწოდებლები

ჩვენი მომწოდებლები მკაცრი უვნებლობის და ხარისხის სტანდარტების დაცვით ქმნიან ახალ ინგრედიენტებს, ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას ჩვენს კლიენტებთან კოლაბორაციით შევქმნათ მაღალი ხარისხის ინოვაციური პროდუქტები. როდესაც მომწოდებელი იღებს გადაწყვეტილებას მოგვცეს კომერციული წარმომადგენლის სტატუსი კონკრეტულ რეგიონში, ამით ის მოიპოვებს 20 000 ზე მეტ კლიენტს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები ადვილად არ მიიღება, და ის ჩვენს კვების სპეციალისტებსა და მომწოდებელს შორის ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგია. ჩვენი მომწოდებლები არიან მშვიდად რადგან იციან, რომ მათი მაღალ-ხარისხიანი ინგრედიენტები საიმედო ხელშია. მათი ბენეფიტია „KUK“-ის კარგად განვითარებული ქსელი , დისტრიბუციითა და ლოჯისტიკით.

>> More

საკვები ინგრედიენტები

Adding Value - დამატებითი ღირებულება რჩეული საკვები ინგრედიენტებით

ჩვენ სპეციალიზებული ვართ პრემიალურ საკვებ ინგრედიენტებზე. გთავაზობთ მაღალხარისხიანი პროდუქტების ფართო არჩევანს და დამატებით 95-ზე მეტი  კვების ტექნოლოგის  ექსპერტულ რჩევებს.

>> More

სახამებლები

მოდიფიცირებული და ფუნქციონალური ბუნებრივი სახამებლები, ემულგატორები და ცხიმთან იმიტირებული სახამებლები

ჰიდროკოლოიდები

კარაგენანები, ალგინატები, ქსანტანის გუმფისი, ლოკუსტის თესლის გუმფისი, გუარის გუმფისი, პექტინები, ჟელატინი, აგარ-აგარი, გუმიარაბიკი, ცელულოზის გუმფისი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მისი ფუნქციონალური ბლენდები

რძის წარმოებული ინგრედიენტები

კაზეინატები, შრატზე დაფუძნებული ინგრედიენტები, ტოპინგები, ყავის ნაღები, ყავის ქაფწარმომქმნელები, კარაქის ფრაქციები.

რძის კულტურები და საკვები ნიადაგები

რძის და ყველის კულტურები,  კვეთები, საკვები ნიადაგები

შოკოლადის პროდუქტები

კაკაოს ფხვნილი,  სრესილი კაკაო, კაკაოს ცხიმი, ინდუსტრიული შოკოლადი,  სარკალები, გულსართები, შოკოლადის პროდუქტები დეკორაციისთვის და  ჩანართები

მცენარეული ცხიმები

ცხიმის ფხვნილები და ფანტელი, პალმის ცხიმის ნარევბი ( კაკაოს ცხიმის ექვივალენტები, შემცვლელები, იმიტაციები, შორტენინგები) და სხვა მცენარეული ცხიმები.

საღებავები და არომატები

ნატურალური საღებავები და საღებავი ნივთიერებები, კარამელის კოლერი, ვანილინი, ტკბილი და სანელებელი არომატები, სუნელები, ყველის ფხვნილები, საფუარი და საფუარის ექსტრაქტები, ჩაის და ყავის ექსტრაქტები

კვერცხის პროდუქტები

კრისტალიზებული და გაფრქვევის მეთოდით დამზადებული კვერხის ცილის ფხვნილი, კვერცხის გულის და კვერცხის ფხვნილი

ხილი და ბოსტნეული

გაყინული და ჰაერშრობით მიღებული ხილი, ბოსტნეული, სოკო, ხორცი და თევზი, ხილის და ბოსტნეული ფხვნილები, ხილის პიურე და წვენები, თურქული ბარდის ფქვილი, მწვანილი და სუნელი

ნახევარფაბრიკატები

მარცვლეული და მათი მიქსები, სიმინდის ბურბუშელა, სოიოს თხილი, - ბურბუშელა, ფანტელი, გახუხული პურის კრამბი, კრუტონები, ბავშვის საკვები მარცვლეული, ჰიდროლიზებული ფქვილები

დამატკბობლები და შაქრები

ასპარტამი, აცესულფამ K, სტევია, ქსილიტოლი, ლაქტიტოლი, ფრუქტოზა, იშვიათი და ბელგიური შაქრები (pearl sugars), სუკრალოზა, შაქრის პუდრა და ფონდანტის შაქარი

ფუნქციონალური პროტეინები ( არა-რძის)

მცენარეული პროტეინები -სოიოს, ბარდის, მზესუმზირის, თურქული ბარდის, ცხოველური პროტეინები - ღორის კანის ფხვნილი, კოლაგენი, ხორცის პროტეინი, პლაზმის ცილა

ემულგატორები

მონო-დიგლიცერიდები, დატემი, ლაქტემი, ციტრემი, აცეტამი, PGE, PGPR, SSL, ლეციტინი

ანტიოქსიდანტები

ტოკოფეროლი, ასკორბილ პალმიტატი, როზმარის ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი

სხვა და სხვა

საფანელი ხორცის სარკალი, (ხსნადი ) ბრინჯი და ბრინჯის ფქვილი, თხევადი და მშრალი ალაოს ექსტრაქტი და ფქვილი, ფოსფატები, ენზიმები, კალიუმის სორბატი, მარციპანი, პოლირების, მოსარკვლის და მომინანქრების აგენტები ტკბილეულისთვის , ბეტაინი

სასურსათო და ფარმაცევტული ინგრედიენტები

Adding Value - დამატებითი ღირებულება რჩეული სასურსათო და ფარმაცევტული ინგრედიენტებით

ჩვენ სპეციალიზებული ვართ პრემიალურ საკვებ  და ფარმაცევტულ ინგრედიენტებზე. მაღალხარისხიანი პროდუქტების ფართო არჩევანს და დამატებით 95-ზე მეტი  ტექნოლოგის  ექსპერტულ რჩევებს.

>> More

შემავსებლები ( მყარი)

ლაქტოზა გრანულირებისთვის , ლაქტოზა პირდაპირი დაპრესვისთვის, მიკროკრისტალური ცელულოზა (MCC), ტაბლტის საფარი ფირი, ლუბრიკანტები (სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარინი, გლიცერინი, Dibehenate-ები), ფარმაცევტული სახამებლები, ფარმაცევტული ჟელატინები, ქსანტანი, ქსილიტოლი

შემავსებლები (თხევადი)

პოლისორბატები, ეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი, მაკროგოლსტეარატი, სორბიტაბის ეთერი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცირები, ემულსიები და შემასქელებლები ტროპიკული აპლიკაციებისთვის, ვაქცინების ადიუვანტები

საკვები უჯრედისი

ინულინი, ოლიგო-ფრუქტოზა, ბარდის უჯრედისი, გალაქტო-ოლისაქარიდები (GOS), ძლიერი სახამებლები

ვიტამინები და მინერალები

ვიტამინებისა და მინერალების პრემიქსები, ვიტამინ K2, ვიტამინ D3, ძლიერი ბიოშეღწევადობის ცინკის კომპლექსი, სხვადასხვა კალციუმის და მაგნიუმის მარილები

პრობიოტიკები

პრობიოტიკური კულტურები, ნარევები და საბოლოო პროდუქტები

სახსრების ჯანმრთელობა

გლუკოზამინი, ქონდროიტინი, ბუნებრივი კოლაგენი ტიპი II, ჰიალურონის მჟავა, ჰიდროლიზრებული კოლაგენი/კოლაგენის პეპტიდები

ძვლების ჯანმრთელობა

ვიტამინ K2, ვიტამინ D3, კალციფიცირებული ატლანტიკური ზღვის მცენარეები, სხვადასხვა კალციუმის და მაგნიუმის მარილები, ჰიდროლიზებული კოლაგენი/კოლაგენის პეპტიდები

კარდიოვასკულარული სისტემის ჯანმრთელობა

ბუნებრივად კონცენტრირებული ომება 3- ცხიმები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ზეთის და ფხვნილის ფორმით, ვიტამინი K2

იმუნური ჯანმრთელობა

ლაქტოფერინი, კოლოსტრუმი, ვიტამინ D, ლარიქსის ხის ექსტრაქტი

სპორტული სასურსათო დანამატები

L-კარნიტინი, შეკავშირებული ლინოლის მჟავა, ZMA მინერალური დამხმარე კომპლექსი, ჰიდროლიზებული კოლაგენი/კოლაგენის პეპტიდები, შრატის პროტეინი, კაზეინატები, მცენარეული პროტეინები

სილამაზე შინაგანად

ფიტო კერამიდები, ქინძის თესლის ზეთი მგრძნობიარე კანისთვის, მამლის ბიბილოს ხრტილის ექსტრაქტი რომელიც მდიდარია და წყაროა ჰიაულორნის მჟავისა, ჰიდროლიზებული კოლაგენი/კოლაგენის პეპტიდები, ხიზილალის ექსტრაქტები

კონტაქტი

Adding value - დამატებითი ღირებულება ჩვენი გუნდით რომელიც მზადაა დაგეხმაროთ

დაგაინტერესათ ჩვენმა კომპანიამ? გაქვთ შეკითხვები და გინდათ მიიღოთ მათზე სწრაფი რეაგირება? დაუკავშირდით  „KUK“-ის ადგილობრივ ოფისს ან  სათავო ოფისს. ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობში.

Locations (GEO)

Adding value დამატებითი ღირებულებაა ადგილზე, თქვენს მშობლიურ ენაზე მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ მოქნილ და სანდო კომპანიებს ადგილზე. ჩვენ წარმატებით დავაარსეთ 33 ქვეყანაში ჩვენი შვილობილი კომპანია. ისინი გაგიწევენ მხარდაჭერას ადგილზე, მოკლე დროში, გადაწყვეტენ ნებისმიერ პრობლემას. რა არის ჩვენი დამატებითი ღირებულება? ჩვენ ვართ ყოველთვის თქვენს გვერდით და მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია ყველა იმ საკითხში, რაც თქვენ დაგაინტერესებთ.

ავსტრია

KUK-Austria GmbH
Auleiten 4
4910 Ried im Innkreis
ტელეფონი +43 77 52 858 05
ფაქსი +43 77 52 858 05 – 20
ელექტრონული მისამართი office-at@kuk.com

საქართველო

KUK-Georgia LLC
Kamani St. 10, Floor 3 , Apt. 101
0186 T'bilisi
ტელეფონი +995 32 290 7669
ფაქსი +995 32 290 7669
ელექტრონული მისამართი office-ge@kuk.com

ალბანეთი

KUK-Albania sh.p.k.
Autostrada Tirane-Durres KM7
1051 Kashar-Tirane
ტელეფონი +355 4 4803429
ფაქსი +355 4 4803429
ელექტრონული მისამართი office-al@kuk.com

ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი

KUK-Benelux bv
Philipssite 5/ bus 1
3001 Leuven
ტელეფონი +32 16 79 21 55
ფაქსი
ელექტრონული მისამართი office-be@kuk.com

ბულგარეთი

KUK-Bulgaria Ltd.
Georgi Benev Str. 3
4027 Plovdiv
ტელეფონი +359 32 946 760
ფაქსი +359 32 967 558
ელექტრონული მისამართი office-bg@kuk.com

გერმანია

KUK-Deutschland GmbH
Falltorstrasse 8
76669 Bad Schönborn
ტელეფონი +49 7253 93 49 08 - 0
ფაქსი +49 7253 93 49 08 - 9
ელექტრონული მისამართი office-de@kuk.com

კენია, ტანზანია, უგანდა

KUK - East Africa Ltd.
Office 32, KOFISI 13th Floor, Landmark Plaza building, P.O. Box
51090 Nairobi
ტელეფონი 0708735855
ფაქსი -
ელექტრონული მისამართი office-ke@kuk.com

ლიტვა, ლატვია, ესტონეთი

KUK-Baltics UAB
Žalgirio str. 88
09303 Vilnius
ტელეფონი +370 5 277 89 45
ფაქსი
ელექტრონული მისამართი office-baltics@kuk.com

პოლონეთი

KUK-Polska Sp. z o.o.
ul. Wierzbięcice 49/5
61-547 Poznań
ტელეფონი +48 61 639 77 02
ფაქსი
ელექტრონული მისამართი office-pl@kuk.com

რუმინეთი, მოლდოვა

KUK-Romania S.R.L.
Str. Pipera Tunari 61
077190 Voluntari, Jud. Ilfov
ტელეფონი +40 2131 044 65
ფაქსი +40 2131 044 69
ელექტრონული მისამართი office-ro@kuk.com

რუსეთი

KUK-Russia Ltd.
3rd Khoroshevskaya str.18, build.2
123298 Moscow
ტელეფონი +7 495 225 45 81
ფაქსი
ელექტრონული მისამართი office-ru@kuk.com

საბერძნეთი

KUK Hellas I.K.E.
183, Siggrou Ave. & Sardeon 1,
17121 Nea Smyrni, Athens
ტელეფონი +30 210 933 96 12
ფაქსი +30 210 933 96 43
ელექტრონული მისამართი office-gr@kuk.com

სერბეთი, მონტენეგრო

KUK-Srbija d.o.o.
Bulevar Arsenija Čarnojevića 66
11 070 Beograd
ტელეფონი +381 11 3089 950
ფაქსი +381 11 3089 970
ელექტრონული მისამართი office-rs@kuk.com

სლოვაკეთი

KUK-Slovakia, s.r.o.
Zvolenská 32
821 09 Bratislava
ტელეფონი +421 905 609 643
ფაქსი +421 2 5810 3412
ელექტრონული მისამართი office-sk@kuk.com

სლოვენია

KUK d.o.o. - Slovenia
Vojkova cesta 2
1000 Ljubljana
ტელეფონი +386 1 436 42 92
ფაქსი +386 1 436 42 93
ელექტრონული მისამართი office-si@kuk.com

უკრაინა

KUK-Ukraine Ltd.
Krasylivska str. 11
03040 Kiew
ტელეფონი +380 44 459 31 55
ფაქსი +380 44 459 31 56
ელექტრონული მისამართი office-ua@kuk.com

უნგრეთი

KUK-Hungaria Kft.
Wesselényi utca 8.
9024 Györ
ტელეფონი +36 96 511 780
ფაქსი +36 96 511 789
ელექტრონული მისამართი office-hu@kuk.com

ყაზახეთი

TOO KUK-Kazakhstan
Sagadat Nurmagambetov, 206
050026 Almaty
ტელეფონი +7 701 220 08 61
ფაქსი +7 701 220 08 61
ელექტრონული მისამართი office-kz@kuk.com

ყირგიზეთი

KUK-KG Ltd.
9 office, 54 A, Maldybaieva
720020 Bishkek
ტელეფონი +996 552 088 884
ფაქსი -
ელექტრონული მისამართი office-kg@kuk.com

ჩეხეთი

KUK-Bohemia, spol. s r.o.
Vinohradská 90
130 00 Praha 3
ტელეფონი +420 271 730 262
ფაქსი +420 272 191 616
ელექტრონული მისამართი office-cz@kuk.com

ჩრდილოეთ მაკედონია

KUK-Macedonia d.o.o.e.l.
bul. Ilinden 105/3-4
1000 Skopje
ტელეფონი +389 2 311 80 82
ფაქსი +389 2 312 01 48
ელექტრონული მისამართი office-mk@kuk.com

ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა

KUK-Adriatic d.o.o.
Rudeska 160B
10000 Zagreb
ტელეფონი +385 1 3866 014
ფაქსი +385 1 3886 164
ელექტრონული მისამართი office-hr@kuk.com

Სათაო ოფისი

KUK-Handels GmbH
Auleiten 4
4910 Ried im Innkreis
ტელეფონი +43 77 52 858 05
ფაქსი +43 77 52 858 05 – 20
ელექტრონული მისამართი office@kuk.com