ბოლო განახლება 06.07.2018
ინფორმაცია პოლიტიკის შესახებ
KUK-Handels GmbH და მისი შვილობილი კომპანიები (შემდგომში - “KUK” ან “ჩვენ”) წარმოადგენენ საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქტების საერთაშორისო დისტრიბუტორს, რომელთა მიერაც ხდება საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელთათვის ტექნიკური კონსულტაციების, დისტრიბუციის და გაყიდვების სერვისების, ასევე, პროდუქციის მწარმოებლებისთვის დისტრიბუციისა და აუთსორსინგის სერვისების (შემდგომში - „სერვისები“) უზრუნველყოფა.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას და პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას. სწორედ ამიტომ გვსურს იცოდეთ, თუ როგორ ხდება ჩვენ მიერ მონაცემთა მოპოვება, გამოყენება და გამჟღავნება. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხაზს უსვამს ჩვენს ზოგად პოლიტიკასა და პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ვებ გვერდის www.kuk.com და ჩვენ მიერ მართული სხვა ვებგვერდების (შემდგომში „საიტები“) მეშვეობით მოპოვებული პერსონალური მონაცემების დაცვასთან. გარდა ამისა, მასში აღწერილია ჩვენი საიტების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის ტიპები, ხსენებული ინფორმაციის გამოყენების ფორმები და ალტერნატივები, რომლის გამოყენებაც პიროვნებებს შეუძლიათ ჩვენ მიერ მონაცემებით სარგებლობასთან დაკავშირებით და ასევე, ინფორმაციის შესწორების შესაძლებლობებიც.
ჩვენ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ტიპებ
პერსონალურ მონაცემს განეკუთვნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ცოცხალ ადამიანს.
ჩვენ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიცავს:
- სახელს/საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი/გვარი, აკადემიური წოდება/ საქმიანობა, დაბადების თარიღი, სქესი, ….) ;
- საკონტაქტო მონაცემებს (ელ-ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომრები, …);
- მარკეტინგთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის, თქვენს არჩევანს ჩვენგან მარკეტინგული ინფორმაციის მიღებისა და მოთხოვნილი სერვისების მიწოდებისთვის საჭირო კორესპონდენციის ფორმების შესახებ (მათ შორის ხელშეკრულების წინარე ურთიერთობები);
- მონაცემებს ტრანზაქციების შესახებ, მათ შორის, თქვენთვის და თქვენ მიერ (ორგანიზაციის მიერ, რომლის წარმომადგენელიც ხართ) განხორციელებული გადახდების შესახებ, ასევე, თქვენ მიერ (ორგნიზაციის მიერ, რომლის წარმომადგენელიც ხართ) KUK-ისგან შესყიდული ან ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული სერვისებისა და პროდუქტების სხვა დეტალების შესახებ;
- ფინანსურ ინფორმაციას, მათ შორის, იმ ორგანიზაციის გადამხდელუნარიანობის მონაცემებს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ;
- მონაცემებს ტექნიკური და გამოყენების ინტენსივობის შესახებ, მათ შორის, მონაცემებს თქვენ მიერ ჩვენი საიტით სარგებლობის შესახებ (მაგ.: ჩვენს საიტზე წვდომის თარიღი, დრო და ადგილი, გვერდები/ბმულები, რომელზეც შედიხართ და შესადარებელი მონაცემები).
ჩვენ მიერ ხორციელდება პერსონალური მონაცემების შეგროვება, როდესაც თქვენ მონაწილეობას იღებთ ჩვენ მიერ მოწოდებულ სერვისებში, მაგალითად, როდესაც
- აგზავნით მოთხოვნას პროდუქტის ან მომსახურების შესახებ;
- უკვეთავთ პროდუქტს ან მომსახურებას;
- ვაწარმოებთ ბაზრის კვლევას, გხვდებით გამოფენა-ვაჭრობაზე ან როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს რომელიმე ღონისძიებაზე;
- მონაწილეობას იღებთ კვლევაში ან სხვა სარეკლამო ღონისძიებაში
- თვალყურს გვადევნებთ სოციალურ ქსელებში ან გვიზიარებთ სოციალური ქსელში არსებულ თქვენს პროფილს.
გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ მიერ მოხდეს კანონიერად შეგროვებული, მიღებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული (როგორიც არის, მაგალითად: კომერციული რეესტრები და ასოციაციების რეესტრები, სამოქალაქო რეესტრები, პრესა, ინტერნეტი და სხვა საშუალებები) პერსონალური მონაცემების დამუშავება. ნორმატიული დებულებების მიხედვით ჩვენ გაგვაჩნია აღნიშნული მონაცემების დამუშავების უფლება.
ჩვენ მიერ მონაცემთა დამუშავება ხდება, ვინაიდაინ ეს საჭიროა: თქვენთან ან იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის (ან ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაბამისი ზომების მისაღებად); და თქვენს/თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის.
პერსონალური მონაცემების შეგროვება გვესაჭიროება თქვენთვის მოთხოვნილი სერვისებისა და პროდუქტების მოწოდების მიზნით. თუ არ გსურთ პერსონალური მონაცემების მოწოდება, შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ. თუმცა, ამან შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ჩვენი საიტებითა და სერვისებით სარგებლობაში, ან ხელი შეგვიშალოს თქვენთან ან იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების განხორციელებაში. თუკი სხვა პირებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს გაგვიმხელთ ჩვენ ან ჩვენი სერვისის პროვაიდერებს, ეს ნიშნავს, რომ გაგაჩნიათ სათანადო უფლებამოსილება და კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად გვაძლევთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენების უფლებას.
გთხოვთ, KUK-ს ნუ გამოუგზავნით და გაუმხელთ სენსიტიურ ინფორმაციას (მაგალითად, ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან სხვა რწმენებს, ჯანმრთელობას, კრიმინალურ წარსულს ან სავაჭრო კავშირების წევრობას) ვინაიდან ჩვენ მიერ არ ხდება ამგვარი მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
ჩვენ მიერ არ ხდება ინფორმაციის შეგროვება 18 წლამდე ასაკის პირებისგან. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის პიროვნება, გთხოვთ, ნუ მოგვაწვდით ინფორმაციას.
რა მიზნით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ და ჩვენი სერვის პროვაიდერები პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ ბიზნეს მიზნებისთვის, რაც მოიცავს:
- შესყიდვების შესრულებას, თქვენი მოთხოვნების მიხედვით (სახელშეკრულებო ურთიერთობების მიხედვით ან იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ხელშეკრულების წინარე ურთიერთობები)
- გადახდის დამუშავება, შეკვეთის მოწოდება, თქვენთან კომუნიკაცია შესყიდვასთან/გაყიდვასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებული საბაჟო მომსახურების მოწოდება
- KUK-ის პირობების, ვადების, პოლიტიკის ან/და სხვა ადმინისტრაციული ინფორმაციის ცვლილებებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოგზავნა.
- შეთავაზების თქვენს მოთხოვნებზე მორგებას და ჩართვას KUK-აკადემიაში, მომხმარებელთა სემინარებში ან სხვა ღონისძიებებში (სახელშეკრულებო ურთიერთობის მიხედვით ან თქვენი თანხმობით)
- მარკეტინგული სახის კომუნიკაციების გამოგზავნა, რაც ჩვენი შეხედულებით დაგაინტერესებთ, სავაჭრო გამოფენების და KUK ღონისძიებების ჩათვლით
- მოგცეთ საშუალება დარეგისტრირდეთ KUK-აკადემიის, მომხმარებლების სემინარებსა და KUK -ის სხვა ღონისძიებებზე.
- ბიზნესის განვითარებას ( ჩვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის მიხედვით, რათა დავაკმაყოფილოთ იურიდიული ვალდებულებები ან იმიტომ რომ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი)
- ჩვენი სარვისის გაუმჯობესება
- მარკეტინგული ღონისძიებების და საშუალებების განვითარება
- ჩვენი საიტის და ინლაინ სერვისების განახლება და მართვა (მაგ; უსაფრთხოების ზომები)
- ჩვენი IT -სისტემების და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- კორპორატიული მენეჯმენტის უზრუნველყოფა (მაგ: რეპორტინგი, რისკის მართვა, ფასების აღრიცხვა)
- სამართლებრივი რეგულაციების და პროცესების დაკმაყოფილებას
- დავაკმაყოფილოთ შესაბამისი კანონები და სამართლებრივი პროცესები, ქვეყნის გარეთ კანონების ჩათვლით
- ვუპასუხოთ საზოგადოების და მთავრობის მოთხოვნებს მათ შორის ქვეყნის გარეთ
- დავიცვათ KUK-ის უფლებები, კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება, საკუთრება, თქვენ ან სხვები
- გამოვიყენოთ კანონიერი დაცვის არსებული საშუალებები ან შევამციროთ ზიანი რაც ჩვენ შეიძლება მოგვადგეს.
ჩვენ არ ვიყენებთ პროფაილინგს ან ისეთ გადაწყვეტილებებს რომლებიც დაფუძვნებულია თქვენი პირადი მონაცემების მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე.
რამდენი ხანი ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმდენ ხანს რამდენიც საჭიროა პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისათვის, თუკი არ არის საჭირო მეტი დროით მონაცემების შენახვა ან კანონი იძლევა ამის საშუალებას.
შენახვის პერიოდის დასადგენად ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა კრიტერიუმებს, მათ შორის:
- იმ პერიოდის ხანგრძლივობა, რაც საჭიროა მოთხოვნილი სერვისის მოწოდებისათვის (წინა-სახელშეკრულებო ურთიერთობის და კონტრაქტის აღსრულების ჩათვლით)
- მიზანი რისთვისაც ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს
- პირადი მონაცემების მოცულობა, სახეობა და სენსიტიურობა
- თქვენი პეროსნალური მონაცემების არავატორიზებული გამოყენების და გადაცემის პოტენციური რისკი
- შენახვისა და დოკუმენტირების ვალდებულებები ადგილობრივი კანონების მიხედვით
როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ ( მაგალითად: ქსელის ფაირვოლი, მყარი დისკის დაშიფვრა, აუთენტურობის მექანიზმები) და ორგანიზაციულ ზომებს ( მაგ. კონფიდენციალურობის შეთანხმება, ტრეინინგი, პროცედურები რომლებიც ზღუდავს მონაცემთა ნახვას და გამყენებას) რათა დავიცვათ ინფორმაცია რომელსაც ვამუშავებთ. სამწუხაროდ, მონაცემთა დაცვა ინტრენეტით გადაცემისგან ან მონაცემთა შენახვის სისტემებით 100%-ით არ არის გარანტრებული. თუ თქვენ ეჭვობთ ან გაქვთ რაიმე მიზეზი იფიქროთ, რომ KUK-თან თქვენი ურთიერთობა აღარ არის უსაფრთხო, დაუყოვნებლივ მოგვწერეთ მისამართზე: data.protection@kuk.com.
მონაცემთა გამჟღავნება და გადაცემა
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და დამუშავება KUK-ის ფარგლებში ხდება KUK-ის იმ კომპანიების მიერ, რომელთაც აღნიშნული პერსონალური მონაცემები ესაჭიროებათ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სახელშეკრულებო/კანონიერი ვალდებულებების შესრულებას ან საჭიროებს ამგვარი მონაცემების დამუშავებას ჩვენი კანონიერი ინტერესების იმპლემენტაციისთვის.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამჟღავნებულ იქნეს მესამე მხარეებისთვის შემდეგ შემთხვევებში:
- ჩვენი სერვისის პროვაიდერების და მომწოდებლებისთვის, რომელთა მიერაც ხდება აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება, გამოყენება ან დამუშავება ჩვენთვის ან ჩვენი სახელით (ისეთები, როგორებიცაა: ჩვენი ინგრედიენტების მომწოდებლები, მონაცემთა ბაზის ჰოსტინგ კომპანიები, IT აპლიკაციების მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება, საკურიერო მომსახურება, შემსრულებელი/სასაწყობე/ლოჯისტიკური კომპანიები, სარეკლამო სააგენტოები და სხვა მსგავსი კომპანიები, რომელიც დახმარებას გვიწევს საიტების ოპერირების კუთხით და/ან უზრუნველყოფს მათ ფუნქციონირებას, მხარდაჭერას და სერვისებს და/ან პროდუქტებს);
- სასამართლო ორდერებზე ან სხვა სამართლებრივ პროცედურებზე რეაგირების, ან სამართალდამცავი ორგანოების, მარეგულირებელი ან სხვა სამთავრობო უწყებების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით ან კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, როდესაც მონაცემთა გადაცემა საჯარო ინტერესებს ემსახურება;
- KUK-ის უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და საკუთრების, ასევე, თქვენი და სხვების დაცვის მიზნით;
- მესამე მხარისთვის გადაცემა რეორგანიზაციის, გაერთიანების, გაყიდვის, ერთობლივი საწარმოს შექმნის, უფლების დათმობის, KUK-ის ბიზნესის, აქტივების ან აქციების სრული ან ნაწილობრივი გადაცემის ან განკარგვის შემთხვევაში, გაკოტრების ან სხვა მსგავსი პროცედურების ჩათვლით;
- სხვა შემთხვევაში, თქვენი ნებართვით ან კანონით გათვალისწინებულ/ნებადართულ შემთხვევებში.
მომსახურების საერთაშორისო ტიპიდან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა პერსონალური მონაცემები საერთაშორისო დონეზე გავრცელდეს KUK-ის ფარგლებში ზემოთ აღწერილი მიზნების გამო. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს იმ ქვეყნებს, სადაც არ არსებობს პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონები ან რეგულაციები ისეთი დონით, როგორც ეს ევროკავშირშია უზრუნველყოფილი. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს KUK -ის, ჩვენი ფილიალების და მესამე მხარეების მხოლოდ გარკვეული თანამშრომლებისთვის. ჩვენ მიერ მოთხოვნილი იქნება, რომ მონაცემთა გარეშე პროცესორების მიერ მონაცემების დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში.
თქვენი მონაცემების „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ (“EEA”) ან შვეიცარიაში დამუშავების შემთხვევაში, აღნიშნული ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „საერთო მონაცემთა დაცვის რეგულაციის“ (GDPR) შესაბამისად. მონაცემების მესამე ქვეყანაში მყოფი მიმღებისთვის გადაცემის საჭიროების შემთხვევაში, რომლის მიმართაც GDPR-ის 45-ე მუხლის თანახმად კომისიის მიერ მიღებული არ არის გადაწყვეტილება შესაბამისობის შესახებ, ჩვენ ვიყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე მექანიზმს მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველყოფის მიზნით:
- ევროკავშირის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს მონაცემთა მიმღებთან, რომელიც იმყოფება „EEA“-ს ფარგლებს გარეთ, GDPR-ის 46-ე მუხლის (ნაწილი 2, პუნქტი - გ, დ) მიხედვით ან
- KUK-ში არსებულ სავალდებულო კორპორატიულ ნორმებს GDPR-ის 47-ე, 46 მუხლის (ნაწილი 2, პუნქტი - ბ) მიხედვით ან
- KUK-ში არსებულ ეთიკის კოდექსებს სავალდებულო და იძულებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც მესამე ქვეყანას ავალდებულებს შესაბამისი გარანტიების/უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვას (მუხლი - 46 (2-ე), მუხლი 40), ან
- GDPR-ის 46 ე (2-ვ) და 42-ე მუხლების შესაბამისად KUK-ის მიერ მიღებულია სერტიფიცირების აპრობირებული მექანიზმი, სავალდებულო და იძულებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც მესამე ქვეყანას ავალდებულებს შესაბამისი გარანტიების/უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვას, ან
- მონაცემთა დაცვის შესაბამისი უწყების მეშვეობით, რომელსაც გააჩნია KUK-სა და მესამე ქვეყანაში არსებულ მონაცემთა მიმღებს შორის დადებული სახელშეკრულებო პირობების კონტროლის უფლებამოსილება (GPDR) მუხლი 46 (3-ა)), ან
- უფლებების შემცირებით/ნაწილობრივი გაუქმებით კონკრეტულ სიტუაციებში GDPR -ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ან
- უფლებების შემცირებით/ნაწილობრივი გაუქმებით განსაკუთრებულ შემთხვევაში GDPR -ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე ქვეპუნქტის მიხედვით.
„COOKIES“
ჩვენი საიტი იყენებს ვებ ანალიზის აპლიკაციას "Matomo". "Matomo" იყენებს ე.წ. „cookies“ იმისათვის რომ დაადგინოს საიტის მოხმარება, რაც შემდგომ გვეხმარება სერვისის გაუმჯობესებაში.
„cookie“ არის იმ ინფორმაციის ძაფი , რასაც ვებ-გვერდი ინახავს ვიზიტორის კომპიუტერში, და რასაც ვიზიტორის ბროუზერი აწვდის ვებ-გვერდს ყოველ ჯერზე, როდესაც ვიზიტორი ბრუნდება გვერდზე. ასეთი მონაცემები მოიცავს ბრაუზერის ტიპს, ინტენეტ სერვისის პროვაიდერს, გადასვლის/გამოსვლის გვერდებს, ოპერაციულ სისტემას, ქვეყანას საიდანაც მოხდა გვერდზე შესვლა, ასევე თარიღსა და დროს. მონაცემთა გადაცემის დროს თქვენი IP-მისამართი არის ანონიმური, რაც შეუძლებელს ხდის თქვენ, თქვენი კომპიუტერის, მობილურის იდენტიფიცირებას. თუ თქვენ არ ეთანხმებით „cookies“ გამოყენებას, გთხოვთ დარწმუნდეთ რომ დაბლოკეთ ან გამორთეთ ისინი თქვენი ბრაუზერის აწყობებიდან. გაითვალისწინეთ, რომ საიტის ზოგერთი ფუნქცია შეიძლება არ მუშაობდეს გამართულად „cookies“ დახმარების გარეშე.
სოციალური მედია პლატფორმები
ჩვენი სოაციალური მედია არხების (მაგ. LinkedIn ) გამოწერით, კომენტარების დამატებით ან გაზიარებით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენი სოციალური ქსელის პროვაიდერისგან (იმისდა მიხედვით თუ როგორი აწყობები გაქვთ სოციალურ ქსელებზე) ისეთი ინფორმაცია როგორიცაა, თქვენი კონტაქტის დეტალები, ინტერესები, კონტაქტები. დეტალური ინფორმაციისათვის და აწყობების ცვლილებებისათვის გთხოვთ შეამოწმოთ ვებ-გვერდი და თქვენი სოციალური ქსელის პროვაიდერის კონფიდენციალურობის პოლიტიკა. (მაგალითად LinkedIn -სთვის იხილე https://www.linkedin.com/legal/privacy-policy ).
ბმულები
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ეხება და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის კონფიდენციალურობაზე, ინფორმაციასა ან სხვა რაიმე სახის პრაქტიკაზე, მათ შორის ვებ-გვერდებზე, რომელთა ბმულებიც შეიძლება განთავსებულ იყოს ჩვენს საიტებზე. ჩვენს საიტებზე ბმულის განთავსება არ გამოხატავს KUK -ის მხარდაჭერას ამ ბმულთან დაკავშირებული გვერდისადმი. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არც ერთი სოციალური მედია პლატფორმის პროვაიდერის ან საოპერაციო სისტემის პროვაიდერის მიერ ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებაზე, გამჟღავნებაზე ან უსაფრთხოების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, ასევე ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ გადასცემთ სხვა რომელიმე ორგანიზაციას ამ საიტების/სერვისების მეშვეობით ან დაკავშირებით. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება ამგვარ ექსტერნალ ვებ-გვერდებთან დაკავშირებული კანონდარღვევის შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ მოვაშორებთ ამგვარ საეჭვო ბმულს. ნებისმიერი პასუხისმგებლობა დაკავშრებული ამ საკითხებთან დადგება მხოლოდ მას შემდეგ რაც ამგავრი დარღვევის შესახებ ჩვენთვის გახდება ცნობილი.
თქვენ შესახებ არსებული კონფიდენციალური მონაცემების დაცვის უფლება
თქვენ გაგაჩნიათ შემდეგი უფლებები:
- მოითხოვოთ ინფორმაცია, ხდება თუ არა თქვენ შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება, ასევე, მოიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების ტიპზე და მოითხოვოთ მონაცემების ასლები (GDPR, მუხლი 15),
- მოითხოვოთ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შესწორება (GDPR, მუხლი 16),
- მოითხოვოთ თქვენი პიროვნების შესახებ არსებული ინფორმაციის წაშლა (GDPR, მუხლი 17),
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა (GDPR, მუხლი 18),
- მიიღოთ თქვენ შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები სათანადოდ შექმნილ, უნივერსალურ და კომპიუტერში შესაყვანად ვარგის ფორმატში და აღნიშნული მონაცემები გადასცეთ სხვა მარეგულირებელს/მაკონტროლებელს (GDPR, მუხლი 20) და
- გააპროტესტოთ.
თუ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ასლის მოთხოვნა ან ნებისმიერი სხვა უფლების გამოყენება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლოში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი დაცვის მიზნით, მოთხოვნაზე პასუხის გაცემამდე აუცილებელია თქვენი პიროვნების/იდენტობის გადამოწმება.
თქვენ შეგიძლიათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ჩვენთვის მოცემული თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს. აღნიშნული თანხმობის გაუქმება გავლენას არ მოახდენს თქვენი მოთხოვნის გაუქმებამდე განხორციელებულ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე. თუკი თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნულის გაპროტესტება ნებისმიერ დროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ კანონიერად მოვითხოვთ თქვენი მონაცემების დამუშავებას, სანამ არ გადაწყდება ლეგიტიმური მიზეზები აჭარბებს თუ არა თქვენს მიზეზებს.
„ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ (“EEA”) თქვენ გაქვთ საჩივრის წარდგენის უფლება თქვენს ქვეყანაში ან რეგიონში არსებულ მონაცემთა დაცვის უწყებაში. მონაცემთა დაცვის უწყებების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებ-გვერდზე.
პოლიტიკის ცვლილებები
KUK იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში დრო და დრო. იმისათვის რომ ნახოთ როდის განახლდა ბოლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა იხილეთ გვერდის თავში „ბოლო განახლება“. ნებისმიერი ცვლილება შევა ძალაში, მხოლოდ მას შემდეგ რაც, ჩვენ დავდებთ განახლებულ ვერსიას. ცვლილებების შემდგომ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით განახლებული პოლიტიკის პირობებს.
კონტაქტი
ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონტროლდება KUK-Handels GmbH -ის მიერ ან რომელიმე მისი ფილიალის მიერ. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ KUK-ის ოფისს ან შეგიძლიათ მისწეროთ სათავო ოფისს შემდეგ მისამართზე:
KUK-Handels GmbH
Auleiten 4
4910 Ried im Innkreis
phone: +43 7752 85805
e-mail: data.protection@kuk.com
სათავო ოფისთან დაკავშირების შემთხვევაში შეიძლება გადაგამისამართოთ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელთან.